вторник, 5 ноября 2013 г.

პროექტის ეფექტური სწორი წარმართვისათვის ის უნდა მოვარგოთ მოსწავლეების შესაძლებლობებს და გავითვალისწინოთ მათი წინარე ცოდნა, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორ გამოვავლენთ ამ ცოდნას და როგორ განვავითარებთ 21 საუკუნის შესაბამისად. მიზნები და სტრატეგიები თითქმის დავალაგე, ჩამოვწერე საკვანძო კითხვები, გავითვალისწინე შეფასების სტრატეგია და შევადგინე შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ნახევარი ჯგუფი ტრენინგზე სიცხიანი ზის, მაგრამ ტრენერი ბრძოლის ველისკენ მოგვიწოდებს და ჩვენც ვცდილობთ მივდიოთ მის რჩევებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий