воскресенье, 17 ноября 2013 г.

მერვე დღე-რეფლექსია განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და ფასილიტაცია.ჩემი პროექტიდან გამომდინარე შევარჩიე და შევქმენი სხვადასხვა სახის აქტივობები სამი ტიპის მოსწავლისათვის-ნიჭიერისათვის,არაქართულენოვანისთვისა და განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლისათვის.ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე.ჯგუფში განვიხილეთ ფასილიტაციის მაგალითები და ნიმუშები.ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები.პროექტი ფინალამდე მივიყვანე.მიხარია ყველა საჭირო მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეებში.

суббота, 16 ноября 2013 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია-----მოსწავლის ცოდნა და სწავლა უნდა ფასდებოდეს გარკვეული შეფასების კრიტერიუმებით. წინასწარ განვსაზღვრეთ ეს კრიტერიუმები,მათი გათვალისწინებით გავაკეთეთ შესაბამისი შეფასებები.გავაკეთეთ უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.ეს შეფასებები ჩავყარეთ შესაბამის საქაღალდეში.ვითანამშრომლეთ და კოლეგებმა ერთმანეთს გავუკეთე კომენტარი,მოვახდიეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ერთმანეთის ნაშრომების შესახებ.დავწერე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება.

вторник, 5 ноября 2013 г.

პროექტის ეფექტური სწორი წარმართვისათვის ის უნდა მოვარგოთ მოსწავლეების შესაძლებლობებს და გავითვალისწინოთ მათი წინარე ცოდნა, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორ გამოვავლენთ ამ ცოდნას და როგორ განვავითარებთ 21 საუკუნის შესაბამისად. მიზნები და სტრატეგიები თითქმის დავალაგე, ჩამოვწერე საკვანძო კითხვები, გავითვალისწინე შეფასების სტრატეგია და შევადგინე შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ნახევარი ჯგუფი ტრენინგზე სიცხიანი ზის, მაგრამ ტრენერი ბრძოლის ველისკენ მოგვიწოდებს და ჩვენც ვცდილობთ მივდიოთ მის რჩევებს.

четверг, 24 октября 2013 г.

მიხარია მართლაც რომ უფრო კარგად ჩავწვდი ახლა პროექტის არსს, მის მსვლელობას, შექმნის სპეციფიკას, ის კითხვები რომლებიც ადრე მაწუხებდა უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, კიდევ უფრო ვრწმუნდები პროექტული სწავლების დადები მხარეებში, რადგან ეს ყველაფერი უფრო მეტად უწყობს ხელს ბავშვის შემოქმედებითი თუ კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, მისი ჩართულობა მეტ მოტივაციას აძლევს ბავშვს და ფანტაზია შეიძლება რეალობად აქციოს. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა გავაკეთო მოსაწონი პროექტი. არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ პროექტული სწავლება რომ ხელს უწყობს იმ შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, რომელიც უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის ადამიანს, უფრო და უფრო ვრწმუნდები. მიხარია რომ პროექტის შექმნის და მიმდინარეობის თანმიმდევრობაში და პორტფელიოს, მისი კომპონენტების სტრუქტურაში გავერკვიე.