четверг, 24 октября 2013 г.
მიხარია მართლაც რომ უფრო კარგად ჩავწვდი ახლა პროექტის არსს, მის მსვლელობას, შექმნის სპეციფიკას, ის კითხვები რომლებიც ადრე მაწუხებდა უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, კიდევ უფრო ვრწმუნდები პროექტული სწავლების დადები მხარეებში, რადგან ეს ყველაფერი უფრო მეტად უწყობს ხელს ბავშვის შემოქმედებითი თუ კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, მისი ჩართულობა მეტ მოტივაციას აძლევს ბავშვს და ფანტაზია შეიძლება რეალობად აქციოს. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა გავაკეთო მოსაწონი პროექტი. არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ პროექტული სწავლება რომ ხელს უწყობს იმ შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, რომელიც უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის ადამიანს, უფრო და უფრო ვრწმუნდები.
მიხარია რომ პროექტის შექმნის და მიმდინარეობის თანმიმდევრობაში და პორტფელიოს, მისი კომპონენტების სტრუქტურაში გავერკვიე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)